სიახლეები

ლიდერთა სკოლის საჩვენებელი დებატი

2019 წლის 18 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის უმცროსი ჯგუფის მოდებატეებმა საჩვენებელი დებატები წარმოდგინეს.
დებატები ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაიმართა. აღნიშნული საკითხი ლიდერთა სკოლის ადვოკატირების ერთ -ერთი თემა გახლდათ და შესაბამისად, მოზარდებმა ბევრი ინფორმაცია მოიპოვეს არა მარტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, არამედ, ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობის შესახებ. 
მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდები მსჯელობდნენ რამდენად არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ევთანაზიის პროცესი. რა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს პრობლემას და რა ნაბიჯები უნა გადაიდგას არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.
დებატებს ესწრებოდნენ ადგილობრივი საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს პრობლემის აქტუალობაზე და ისაუბრეს შესაძლო ცვლილებებზე.