სიახლეები

მედიაწიგნიერების როლი დემოკრატიის მშენებლობაში

2019 წლის 6-7 ნოემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი: "მედიაწიგნიერების როლი დემოკრატიის მშენებლობაში".
ტრენიგს უძღვებოდნენ გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრები გიორგი ოგანესიანი და მაიკო ხუციშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა გააცნობიერეს თუ როგორ უკავშირდება მედიაწიგნიერება კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. აუცილებელია მედიაწიგნიერების მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში, რათა არ მოვექცეთ ინფორმაციის წნეხში.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.