სიახლეები

მეწარმეობა ზოგადი და პროფესიული განათლებისთვის

21-22 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ პარტნიორი სკოლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „მეწარმეობა ზოგადი და პროფესიული განათლებისთვის“. ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მეწარმეობის კომპეტენცია,სხვადასხვა საგანში მოსწავლისთვის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების მრავალფეროვანი სტრატეგიის გაცნობა, მეწარმეობის ინტეგრირებით საგაკვეთილო პროცესის წარმართვის შესაძლებლობები და სხვა. ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროფესიული განათლების პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე და ამავე პროგრამის კოორდინატორი-მანანა ჯინჭარაძე. ტრენინგს ესწრებოდნენ პარტნიორი სოფ. ლაითურის, სოფ. ნასაკირალის, სოფ. ნაგომრის, სოფ. შემოქმედის, სოფ. შრომისა და სოფ. ხაჯალიის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.