მიმდინარე პროექტი
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს“ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჰყავს 6 პარტნიორი ბაღი და 7 სკოლა გურიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სკოლებსა და ბაღებთან, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად არის გამოკვეთილი ის ძირითადი პრობლემები, რის წინაშეც დღეს განათლების სისტემა დგას. მიმდინარე პროექტში მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეული პარტნიორი დაწესებულების წარმომადგენელებს შეეფასებინათ საკუთარი სკოლის/ბაღის წინაშე არსებული გამოწვევები და მოეძიებინათ აღნიშნული ბარიერების გადალახვის გზები. გამოცდილების საფუძველზე ორგანიზაციამ შეიმუშავა პარტნიორ დაწესებულებებთან მუშაობის სტრატეგია, რათა პროცესი ყოფილიყო სტრუქტურირებული, თვალნათლივ გამოჩენილიყო მუშაობის ლოგიკურობა და პანდემიის პირობებშიც კი მიღწეულ ყოფილიყო სკოლების/ბაღების წარმომადგენლებისა და მშობლების მაქსიმალური ჩართულობა განვითარების პროცესში.
თავდაპირველად დაიწყო თვითშეფასების პროცესი. შეიქმნა ერთგვარი სილაბუსი პარტნიორი სკოლების/ბაღებისთვის, რომელიც მოიცავდა შემდეგ სატრენინგო საკითხებს:
1. საკანონმდებლო მიმოხილვა - არსებული კანონმდებლობის, სტანდარტების განხილვა
2. ბავშვთა მიმართ ძალადობა - უსაფრთხოება და რეფერირების პროცედურები
3. თვითშეფასების პროცესის მნიშვნელობა
4. კვლევის მეთოდოლოგია - რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები
5. თვითშეფასების ანგარიშის მომზადება
ზემოაღნიშნული ტრენინგების ჩატარების პარალელურად კომპონენტის თანამშრომლობის უწყვეტი კონსულტირებით მომზადდა 11 საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში (5 სკოლა - სოფელი გურიანთა, სოფელი ნარუჯა, სოფელი კვირიკეთი, სოფელი მერია და სოფელი გუთური;, 6 ბაღი - სოფელი ლაითური, სოფელი ნაგომარი, სოფელი გურიანთა, სოფელი ნასაკირალი, სოფელი შემოქმედი, სოფელი ნიგვზიანი).
გარდა ამისა ორგანიზაციის კიდევ ორი პარტნიორი სკოლის (სოფელ შემოქმედისა და სოფელ ნაგომრის) წარმომადგენლებმა, რომლებიც უკვე მეორე საპროექტო ციკლია თანამშრომლობენ ორაგანიზაციასთან ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმის მომზადების შემდეგ იმუშავეს მათი სკოლისა და თემისთვის მნიშვნელოვან თითო გამოწვევაზე და შექმნეს კონცეფცია. შემოქმედის სკოლის კონცეფცია ეხება თემში სოციალური პოლიტიკის შექმნასა და დანერგვას, ხოლო ნაგომრის - მშობელთა გაძლიერებას და მათ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში. აღნიშნული დოკუმენტები მომზადებულია, დამტკიცებულია და მიმდინარეობის მისი განხორციელება.
მიმდინარე წელს განათლების კომპონენტის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო გენდერი და გენდერული სოციალიზაცია, რის შესახებაც მომზადდა კვლევის ანგარიში, რომელსაც შემდგომ დაეფუძნა „სკოლის გენდერული პოლიტიკის შემუშავების გზამკვლევი“. აღნიშნული დოკუმენტის დახმარებით პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა მოამზადეს სკოლის გენდერული პოლიტიკის ჩარჩო დოკუმეტი, რომელიც დამუშავების პროცესშია.
აღსანიშნავია, რომ ყველა დოკუმენტი, რომელზედაც ამ ერთი წლის განმავლობაში პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობდნენ, მომზადებულია განათლების კომპონენტის აქტიური კონსულტირებითა და ჩართულობით.