სიახლეები

მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლება

📢 2020 წლის 3 ოქტომბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების თემაზე.
 შეხვედრაზე განხილული იყო არჩვნების ჩატარების ფორმატი, წესები და რეგულაციები, არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე.
ტრენერები მონაწილეობდნენ ტრენერთა ტრენინგში რომელიც განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისისა და გაეროს ასოციაციის მიერ.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID