მომზადდა პარტნიორი საჯარო სკოლების სამთვიანი ოპერაციული გეგმები
16 და 17 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საგანმანათლებლო კომპონენტის წარმომადგენლების კონსულტირებით მომზადდა სოფ. შემოქმედისა და სოფ. ნაგომრის პარტნიორი საჯარო სკოლების სამთვიანი ოპერაციული გეგმები.
მიმდინარე წლის მარტის თვის მეორე ნახევრიდან ისინი შეუდგებიან საკუთარი სკოლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის უშალო განხორციელებას უკვე შემუშავებული და დამტკიცებული ხედვის დოკუმენტების შესაბამისად:
სოფ. ნაგომარი- ”სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა“
სოფ. შემოქმედი- „მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება სკოლასა და თემში“
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი უსურვებს წარმატებებს და საჭიროების შემთხვევაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ სკოლებს მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობის პროცესში!