სიახლეები

ონლაინ-პრეზენტაცია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისთვის

14 და 16 დეკემბერს, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ონლაინ-პრეზენტაცია, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისთვის, ასევე, რეგიონებში მომუშავე მანდატურებისთვის. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების აღსრულების ეფექტურობის შეფასების“ კვლევის შედეგები, ასევე ისაუბრეს საჯარო სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც გამოითქვა სურვილი, ადგილებზე დასაქმებული მანდატურებისთვის ხშირად ჩატარდეს საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე, ერთობლივი ღონისძიებები მოეწყოს მათი და საჯარო სკოლის სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობით, რათა მხარეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებისადმი.