სიახლეები

ონლაინ შეხვედრა მეწარმეებთან

📢2021 წლის 10 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა მეწარმეებთან, რომლის მიზანიც იყო მეწარმეობის ექპერტული პრაქტიკის გაზიარება.
✅ შეხვედრაზე მოწვეული იყო წლის სოციალური საწარმო "გუმბათის", "7 R Georgia-ს", "სკიჯის სახლის" და "მეამას" ბრენდის წარმომადგენლები. მათ ახალგაზრდებთან ისაუბრეს მეწარმეობის პრაქტიკებზე, გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება, ასევე, რისკებისა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული სამეწარმეო იდეები შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ უშუალოდ მეწარმეებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები.
✅შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის, გორის და გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრის წევრები.
✅ აღსანიშნავია ისიც, რომ დისტანციური ლანჩი მოეწყო ოზურგეთის სოც. საწარმო ლიტერატურულ კაფე "რვას+1"-ის სივრცეში, სადაც პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია კაფეს სოციალურ მისიაზე, დაათვალიერეს სივრცე და გაეცნენ პროდუქტებს, რომელსაც კაფე სთავაზობს მომხმარებლებს.