პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
2020 წლის 1 თებერვალს, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული პარლამენტისა და ლიდერთა სკოლის მოზარდებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
ფასილიტატორმა შეხვედრაზე განიხილა:
ü როგორ უნდა მომზადდეს და დაიგეგმოს პრეზენტაცია;
ü პრეზენტაციის მიზანების, ამოცანების და სტრუქტურის განსაზღვრა;
ü პრეზენტაციის ვიზუალური მასალის მოძიება და დამუშავება;
ü აუდიტორიის მართვა და დარწმუნება;
ü საჯარო გამოსვლის შიში და ემოციების მართვა;
ü სხეულის ენა;
მეორე ეტაპზე ახალგაზრდებმა იმუშავეს ჯგუფებში. ფასილიტატორმა თითოეულ ჯგუფს სამი სხვადასხვა პროდუქტი გადასცა და თითოეულ ჯგუფს დაევალა მცირე პრეზენტაციების მომზადება. აღნიშნული სავარჯიშო ითვალისწინებდა ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას.