სიახლეები

პროექტის „დემოკრატიული მომავლისთვის“ განხორციელება დაიწყო

📢 გაეროს განვითარების პროგრამის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა პროექტის „დემოკრატიული მომავლისთვის“ განხორციელება დაიწყო.
📌პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ინფორმირებას და ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების გამგეობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან.
✅პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (დაბა ლაითური, დაბა ნასაკირალი, დაბა ნარუჯა, სოფ. შრომა) და 1 იძულებით გადაადგილებულ პირთა თემში.