“რა არის საჯარო მმართველობა”
“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ორგანიზებით 2020 წლის ივნისიდან ხორციელდება პროექტი “რა არის საჯარო მმართველობა”, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.
✔️ პირველი ეტაპი მოიცავდა სალექციო კურსს, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ესწრებოდა 25-ამდე ახალგაზრდა. ლექციები მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში და კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
✔️ მეორე ეტაპზე მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ სერვისებზე, რომელიც გავრცელდა ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებში.
✔️ ასევე, პროექტის ფარგლებში მომზადდა ვებ გვერდის მომხმარებელთა კვლევის კითხვარი უკუკავშირისთვის.
✔️ პროექტი განხორციელდა „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი
#CSOForum
#EU4Georgia