საინფორმაციო კამპანია
23 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მიერ ქ. ოზურგეთში მოეწყო საინფორმაციო კამპანია.
კამპანიის მიზანი გახლდათ ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.
ცენტრის მიზანია შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო
პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის(OSGF) ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაცია:
571 094 949; 595448 892; 557 923 579
გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი