საინფორმაციო შეხვედრები პარტნიორი სკოლების მოზარდებთან
“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით გურიის 8 საჯარო სკოლაში „იდეების ლაბორატორიების“ ფუნქციონირება დაიწყო.
პირველ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრები სკოლის ფიზიკურ სივრცეში მოეწყო, ხოლო სამუშაო შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ორგანიზაციის პარტნიორ საჯარო სკოლებში შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელიც მიმართულია მოზარდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისთვის.
იდეების ლაბორატორიის კონცეფცია დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარ–ჩვევების პრაქტიკული მაგალითებით სწავლებას ეფუძნება.
შეხვედრებზე გაიმართა მსჯელობა მოზარდების როლზე სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების პროცესში. ასევე, განხილულ იქნა იდეების ლაბორატორიის წევრების ინდივიდუალური ინტერესები და საჭიროებები.