სიახლეები

საჯარო დებატები რეზოლუციაზე: სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მეწარმეობის განვითარებისთვის შესაბამისი გარემო

📢 2022 წლის 20 აპრილს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის ორგანიზებით ქ. ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა საჯარო დებატები რეზოლუციაზე:
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მეწარმეობის განვითარებისთვის შესაბამისი გარემო.
☑️ დებატებში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლეები, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტორის რეგიონული სამმართველოს უფროსი თეა კუპრაძე და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ცენტრის კოორდინატორი/მეწარმე სოფო ვასაძე.
🔘 ლიდერთა სკოლის მიმდინარე ეტაპის სასწავლო სილაბუსი მეწარმეობის თემას ეხება. მოზარდებმა, მიიღეს ინფორმაციები მეწარმეობის ფაზების და ეტაპების შესახებ. კერძოდ: ბაზრის კვლევა, საგადასახადო სისტემები, ბიუჯეტირების პროცესი, მოთხოვნა მიწოდების გავლენები ფასები ცვლილებებთან მიმართებაში და სხვ.
⚪️ აღნიშნული დებატები ემსახურება თემის პოპულარიზაციას და საზოგადოების ინფორმირებას მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.
წარმოდგენილი იყო ორი პოზიცია. დამსწრე აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრებები სამეწარმეო გარემოს ფორმირების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით.