სიახლეები

საქართველოში სახელმწიფო სკოლები მხოლოდ ქართულენოვანი უნდა იყოს

2019 წლის 21 ივნისს, ლიდერთა სკოლის კარლ პოპერის მინი ტურნირის ფინალური თამაში კაფე რვას+1-ში გაიმართა.
მიმდინარე სასწავლო წელს, ლიდერთა სკოლის უფროსი ჯგუფის სასწავლო კურსი მრავალფეროვნების თემას ეხებოდა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს დაეთმო კარლ პოპერის მინი ტურნირის რეზოლუციაც: საქართველოში სახელმწიფო სკოლები მხოლოდ ქართულენოვანი უნდა იყოს.
მოდებატეები მსჯელობდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების წინაშე არსებული გამოწვევების, საკანონმდებლო რეგულაციების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 
ტურნირში 8 გუნდი (24 მოდებატე) მონაწილეობდა.
საბოლოო გამარჯვება მტკიცებითი გუნდის მოდებატეებმა ანანო ვანიძემ, ნინი ძნელაძემ და მარიამ თევდორაძემ მოიპოვეს, რომლებსაც ორგანიზაციიდან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.