სიახლეები

სამდღიანი საზაფხულო სკოლა წყალტუბოში

📣 17 ივლისს გურიის, ქვ. ქართლისა და კახეთის რეგიონებში პარტნიორი საჯარო სკოლების ბაზაზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების ცენტრის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“, ასევე „ლიდერთა სკოლის“ წევრების მონაწილეობით დაიწყო სამდღიანი საზაფხულო სკოლა წყალტუბოში.
✔️ საზაფხულო სკოლის მიზანია „ლიდერთა სკოლისა“ და „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ წევრებს გაუძლიერდეთ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და აუმაღლდეთ ცნობიერება სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში, სამუშაო პროცესის მიღმა, თავისუფალი დრო სახალისოდ დაგეგმა სოფ. კურდღელაურის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ ფასილიტატორმა თათია მოსიაშვილმა. Tatia Mosiashvili
📌 საზაფხულო სკოლა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.