სიახლეები

სამეწარმეო კურსის მეორე მოდული- მარკეტინგი - დასრულდა!

📢 სამეწარმეო კურსის მეორე მოდული- მარკეტინგი - დასრულდა!
👨‍💼 3 დღიან მოდულს უძღვებოდა ლუკა ნამორაძე - კომპანია სმარტსოფტის საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორი.
განხილულ საკითებს შორის იყო 👇
🔹 მარკეტინგის განვითარების გზა და მისი მნიშვნელობა.
🔹 მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა,მიზნების დასახვა და გეგმის გაწერა.
🔹 მყიდველი და მისი ფასეულობები, სეგმენტაცია, ტარგეტირება და პოზიციონირება.
🔹 მარკეტინგული მიქსი - პროდუქტი, ფასი, მიწოდება, წახალისება
🔹 ციფრული და ტრადიციული მარკეტინგი და სხვ.
👉 სამეწარმეო კურსი ტარდება პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.