სამოყვარულო ვენახიდან სამეწარმეო ვენახისაკენ!
5 ივლისს, გურიის რეგიონში, სსიპ- აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოყვარულო ვენახიდან სამეწარმეო ვენახისაკენ!“ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
პროექტის მიზანს სასკოლო დისციპლინების ინტეგრირების გზით, კვლევა-ძიებისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევების გაძლიერება და ვაზისა და ღვინის შესახებ არსებული ცოდნის შეგროვება შემოქმედის თემში იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის მოსწავლეთა ჩართულობით წარმოადგენდა.
პროექტი განხორციელდა შემდეგი საგნობრი დისციპლინების ინტეგრირებით : ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, სახვითი ხელოვნება, ფოლკლორი, ისტორია, მოქალაქეობა, გეოგრაფია, უცხო ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები.
მოზარდებმა ზემოთ ჩამოთვლილი საგნების პედაგოგების ფასილიტაციით იკვლიეს:
• მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის ისტორია
• ღვინის ქიმიური შემადგენლობა, დამზადების ტექნოლოგია, დაავადებები
• ეტიკეტი და მისი გავლენა ღვინის რეალიზაციაზე
• გურული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, გავრცელების არეალი და თავისებურებები
• ღვინო, მარანი და მასთან ურთიერთობის კულტურა და ტრადიციები გურიაში
• ღვინო გურულ კულინარიაში
• ღვინის წარმოება- მოგება; არკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ზიანი ადამიანის ჯანმრთელობაზე და სხვ.
თითოეული თემის შემდეგ, მოზარდებმა გასცეს რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყებებისთვის. შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ადვოკატირების კამპანისს წარმოება შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად.
სასკოლო ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.