სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

📢 2020 წლის 7 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა.
✔️ შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე თვის აქტივობების დაგეგმვა, პასუხისმგებლობების გადანაწილება და დროის ჩარჩოს განსაზღვრა.
ასევე, განხილული იყო ადვოკატირების კამპანიები, რომელთა განხორციელების პროცესიც პანდემიის პერიოდში შეჩერდა. დაიგეგმა კიდევ ერთი ახალი კამპანია, რომლის პრეცენდენტი რეგიონში ჯერ არ არსებობს და ახლო მომავალში გაგიზიარებთ მეტ დეტალს ზემოაღნიშნულის შესახებ.