სიახლეები

შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან

📢 24-25 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს.
🔹 ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი და ისაუბრეს მერის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
🔹 გურიის რეგიონში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.
🌍 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/N75dUXGnJtGf97Cc9
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო❗️❗️❗️
🇪🇺 პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 571 094 949; 595448 892; 557 923 579
📍 გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი
ჩოხატაურის ოფისი:
📞 555022935; 577594659