შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
18 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ინიცირებით გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი გახლდათ რეგიონში მიმდინარე დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების მიმოხილვა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარების გზების ძიება.
შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: დასაქმების სახელმწიფო სააგენტო” “ცვლილებებისა და ინოვაციების ინსტიტუტი”, “ახალგაზრდობის სააგენტო”, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"