სიახლეები

შემაჯამებელი შეხვედრა

📢 2020 წლის, 25 ივლისს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის მარიკა ჩხიკვიშვილის მონაწილეობით.
✔️ შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის "იყავი თანამმართველი" მონაწილეობის მიღების წესები, თემატიკა, დროის ჩარჩო, როგორ ხდება გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და ვის შეუძლია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება.
ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტრონულ სერვისებზე და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებზე.
✔️შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი
#CSOForum
#EU4Georgia