სიახლეები

შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ: 👇

შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ: 👇
🔹 გურიაში მაღალია მოთხოვნა უბრალოდ მუშახელზე, როგორც მშენებლობის, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგრამ კვლავაც დაბალი ანაზღაურების გამო, დამსაქმებლებს უჭირთ კადრების მობილიზება.
🔹 დასაქმების შიდა ბარიერებად, სამუშაო გამოცდილების სიმწირე; ცოდნისა და უნარების განახლების შესაძლებლობის არარსებობა; ინგლისური ენის არცოდნა გამოვლინდა
🔹 დასაქმების გარე ბარიერებად სამუშაო ადგილების სიმწირე; დაბალი ანაზღაურება; შრომითი უფლებების არ არსებობა და ნეპოტიზმი დასახელდა.
🔹 ყველაზე დაბალი საშუალო შეფასება დასაქმებულთა ლიდერობის (2.86 ქულა) და ICT (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) (2.88 ქულა) უნარებს აქვს.
🔹 იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის როგორც ზედმეტი კვალიფიციურობა, ასევე უნარების შეუსაბამობა/ნაკლებობა, საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს აცდენა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
შრომის ბაზრის კვლევა საქართველოს სამ რეგიონში - გურია, კახეთსა და ქვემო ქართლში, ორი მიმართულებით ჩატარდა:
🔗 დასაქმების აღქმული ბარიერების კვლევა სამუშაოს მაძიებელთა შორის; - https://bit.ly/3h5ekFF
🔗 ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევა;- https://bit.ly/3tlB5Kr
🎯კვლევის მიზანი იყო, ადგილობრივი შრომის ბაზრისა და იმ ბარიერების შესწავლა, რომლებსაც სამუშაოს მაძიებლები აწყდებიან საქართველოში.
🔗 კვლევის პრეზენტაციის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ - https://bit.ly/3xq6lse
📋 კვლევა მომზადდა „ეისითის“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრის დაკვეთით, პროექტ - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"თან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგათან თანამშრომლობით.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.