სიახლეები

სკოლის სტრატეგიული გეგმის მომზადება

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით დაიგეგმა „ვორქშოფი“ პარტნიორი სკოლებისთვის თემაზე „სკოლის სტრატეგიული გეგმის მომზადება“. აღნიშნული აქტივობის მიზანია, პარტნიორმა სკოლებმა (სოფელ შემოქმედის, სოფელ ნაგომრის,დაბა ლაითურის, სოფელ ნასაკირალისა და სოფელ შრომის), შექმნან საკუთარი სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმა. „ვორქშოფი“ მიმდინარეობს 16-19 იანვარს, კახეთში, სასტუმრო „ლოპოტა რეზორტში“.

ტრენინგის პირველი დღე - 16 იანვარი

პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები ხატავენ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი სკოლები 6 წლის შემდეგ, ამ პროცესში ისინი ცდილობენ შეიმუშაონ სკოლის სამომავლო ხედვისა და მისიის სამუშაო ვერსიები.