სიახლეები

"სოციალური მეწარმეობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა"

📢 2019 წლის 18 ნოემბერს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით გაეროს მცირე მიკროგრანტების ფარგლებში განახორციელეს პროექტი თემაზე "სოციალური მეწარმეობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა".
✔️ პროექტი შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილი სიმბოლურად ლიტერატურულ კაფე "რვას+1"-ის სივრცეში ჩატარდა, სადაც კაფეს დამფუძნებელმა ახალგაზრდებს ესაუბრა როგორ გაჩნდა იდეა შექმნილიყო სოციალური საწარმო და რა გამოწვევები არსებობს ამ სფეროში.
✔️კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეფინიციაზე და საქართველოში არსებულ პასუხისმგებლიან ბიზნესებზე ისაუბრა დარგის მოწვეულმა ექსპერტმა თაკო როდონაიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული ქეისების საფუძველზე აუხსნა რას ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რა გამოცდილება აქვს ევროპის ქვეყნებს ამ მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისთვის.
✔️ პროექტის დასკვნით ეტაპზე ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე: როგორ გავაძლიეროთ სოციალური საწარმოები ერთობლივად.
✔️ შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რადგან ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოიწვიეს ზუგდიდის, ქუთაისის და გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას თავიანთ რეგიონში გამოიყენებენ.
✔️ მოწვეული სტუმრები იყვნენ, როგორც სოციალური საწარმოს დამფუძნებლები, ასევე კერძო ბიზნესის და ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები.
📍 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.