სიახლეები

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი

✨ პროფესიული წარმატების მისაღწევად იმდენივე განსხვავებული გზა არსებობს, რამდენი განსხვავებული ადამიანიცაა. არ არსებობს „იდეალური“ პროფესია, რომლისკენაც ყველა უნდა მიილტვოდეს, მაგრამ არსებობს პროფესია - იდეალური თქვენთვის.✨
თუ მიიჩნევთ, რომ უკვე დროა აირჩიოთ მომავალი პროფესია ან სხვა სფეროში გსურთ გამოსცადოთ საკუთარი თავი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა 👇
გურიის რეგიონში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას.
კარიერული დაგეგმვის კონსულტანტი:
🔸 მხარს დაგიჭერთ, გამოავლინოთ საკუთარი პიროვნული მახასიათებლები, ინტერესები, შესაძლებლობები;
🔸 დაგეხმარებათ მომავალი მიზნების განსაზღვრაში და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების მოპოვებაში.
🌍 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/bcmVq9mtHZev5PdYA
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო❗️❗️❗️
🇪🇺 პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 571 094 949; 595448 892; 557 923 579
📍 გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი
ჩოხატაურის ოფისი:
📞 555022935; 577594659