სტუმრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დღის ცენტრში
29 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დღის ცენტრს.
ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი.
გურიის რეგიონში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/teJPp1c5moKZn8eDA
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო
პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
571 094 949; 595448 892; 557 923 579
გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი