სიახლეები

სტუმრები ხანდაზმულთა სახლში

📣 ანასეულის „ხანდაზმულთა სახლს“, ეწვივნენ ოზურგეთის გრიგოლ კილაძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ მოსწავლეები და ხანდაზმულებისთვის შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. ხანდაზმულები კი სტუმრებს მათ მიერ მომზადებული ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
📌 ღონისძიება ჩატარდა სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia