სიახლეები

თანატოლგანმანათლებლების სამუშაო შეხვედრა

📢 2020 წლის 9 ნოემბერს ლიდერთა სკოლის თანატოლგანმანათლებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თანატოლების განათლებისა და ინფორმირების პროცესში მოზარდების როლის და პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით თანატოლგანმანათლებელთა პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს ლიდერთა სკოლაში.
✔️ შეხვედრაზე განისაზღვრა 2020-2021 სასწავლო წლის თემატიკა.
მოზარდები მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებენ მოდულებს და საჯარო სკოლებში თანატოლებისთვის ჩაატარებენ შეხვედრებს.
📌 აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წახალისებას დაამკვიდრონ ისეთი ღირებულებები და ნორმები, რომლებიც მიმზიდველი გახდება სხვა ახალგაზრებისთის.