ტოლერანტულ და მრავალფეროვან გარემოში მცხოვრები ხანდაზმულების სოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება
📢 დღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.
🎯 ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ტოლერანტულ და მრავალფეროვან გარემოში მცხოვრები ხანდაზმულების სოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.
📌 ორგანიზაციისთვის ტოლერანტობა და მრავალფეროვნება ერთ-ერთი საკვანძო თემაა და ახალგაზრდებთან ერთად ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.
✅ შეხვედრის პირველი ნაწილი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლის პრეზენტაციას დაეათმო, რომლის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, რომლებიც ხანდაზმულებმა და ახალგაზრდებმა ერთად მოამზადეს.
✅ ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის, პარტნიორი სკოლების, სოციალური სამსახურის, კერძო ბიზნესის და ანასეულის თემის წარმომადგენლები.
✅ ღონისძიება საქველმოქმედო იყო და შეგროვილი თანხა გადაეცა ხანდაზმულთა სახლს.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
📌 შეხვედრა მოეწყო პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.