სიახლეები

ტრენინგები პოზიტიური მშობლობის შესახებ

📌ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტის : „ გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთში “ ფარგლებში განახლდა ტრენინგები პოზიტიური მშობლობის შესახებ.
🔵აღნიშნული სესიები ემსახურება ცნობიერების ამაღლებას აღზრდის ეფექტური მეთოდების, რთული ქცევის მართვისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.
📍კურსის მიზანს წარმოადგენს მშობლობისა და აღმზრდელობითი უნარების გაძლიერება და ბავშვთა უფლებების დამკვიდრება ოჯახურ გარემოში.
📍საგანმანთლებლო მოდული აგებულია თეორიულ სწავლებასა და მშობლის გამოცდილებაზე, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას.
🔵პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების, ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
📍ტრენინგს ფასილიტაციას უწევდნენ ოჯახის გაძლიერების პროექტის ჯგუფის წევრები.