სიახლეები

ტრენინგი IQ da EQ კოეფიციენტებზე

📢 2020 წლის 30 ივნისს, ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი IQ da EQ კოეფიციენტებზე.
✔️ შეხვედრაზე მოზარდებს მიეწოდათ ინფორმაცია რა არის ინტელექტის და ემოციის კოეფიციენტი, როგორ ხდება მათი განსაზრღვა, რა ელემენტებისგან შედგება, შესაძლებელია თუ არა რომელიმე მათგანის დასწავლა/ გაზრდა, სკოლაში ისწავლება თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება და არის თუ არა დაკავშირებული ემოციური ინტელექტის დონე წარმატების მიღწევასთან.
✔️ასევე, განიხილა ტოპ 3 წარმატებული კომპანიის CEO-ების მენეჯმენტი, აქვს თუ არა EQ ზეგავლენა მართვის სტილზე.
ცენტრის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ განესაზღვრათ თავიანთი ემოციების კოეფიციენტი სპეციალური ტესტის საშუალებით.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.