სიახლეები

ტრენინგი "ვებ პროგრამირება და სოციალური მედია არხები"

📢📢 2019 წლის 23 ივლისს "ახალგაზრდა პედაგოგათა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი "ვებ პროგრამირება და სოციალური მედია არხები". ტრენინგს ცენტრის წევრი თორნიკე ბორჩხაძე უძღვებოდა, რომელმაც პროგრამირების საფუძვლები თავისით ისწავლა და მიღებული ცოდნა თანატოლებსაც გაუზიარა.
💻 შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ზოგადად ინტერნეტის შექმნის საწყისებს, რამდენი პროგრამირების ენა არსებობს, როგორ იწერება საიტისთვის კოდები და რა საშუალებები არსებობს ამ სფეროში ცოდნის მისაღებად.
📍 ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სცადეს კოდის წერის ერთ-ერთი პლატფორმის საშუალებით დაეწერათ კოდი და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოეყენებინათ.
ტრენინგის მეორე ეტაპი ეხებოდა სოციალურ მედია არხებს, გუგლის სერვისებს, სოციალურ ქსელში გვერდების მართვას და ფრილანსერობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ახალგაზრდებს, რომელთაც არ ჰქონდათ არჩეული სამომავლო პროფესია ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ უპირატესობას სწორედ კომპიუტერულ მეცნიერებებს მიანიჭებენ.

📍 ტრენინგი ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#PITA #YPU #UNAG #USAID