სიახლეები

ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების შესახებ

📣 ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში დაფინანსებული პროექტის "ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების შესახებ" ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ერთი აქტიოვბა განხორციელდა, რომელსაც ესწრებოდნენ ლიდერთა სკოლის და დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
💡 პროექტების ფარგლებში მოეწყო მარიონეტების სპექტაკლის პრეზენტაცია (მარიონეტები და სცენარი შექმნა პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრებმა) და წარიმართა დისკუსია სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემების და გამოწვევების შესახებ. სპექტაკლში იდენტიფიცირებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა გენდერული როლები, სტერეოტიპები და ქალთა აუნაზღაურებელი შრომის გამომწვევი მიზეზები.
📌 მიკრო გრანტი განხორციელდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.