სიახლეები

თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის

ამა წლის 3 თებერვალს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე - თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორი ბაღების მენეჯერები , აღმზრდელები და მშობლები. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტირებით მოამზადებენ თვითშეფასების ანგარიშს, რის საფუძველზეც შექმნიან დაწესებულების სტარტეგიული განვითარების გეგმას. აღნიშნული ტრენინგიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა და მას უძღვებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი - თათია მგელაძე.