სიახლეები

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნული კონფერენცია

📣 ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნული კონფერენცია, რომელზედაც ორგანიზაციამ წარადგინა მის მიერ პროექტის ფარგლებში, ხანდაზმულთა სათემო მომსახურებაში განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია.
📌 პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან ერთად.