სიახლეები

ვორქშოფი - სტრატეგიული დაგეგმვა სკოლებისთვის

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა  „ვორქშოფი“ პარტნიორი სკოლებისთვის თემაზე „სკოლის სტრატეგიული გეგმის მომზადება“. აღნიშნული აქტივობის მიზანი გახლდათ, პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებს (სოფელ შემოქმედის, სოფელ ნაგომრის,დაბა ლაითურის, სოფელ ნასაკირალისა და სოფელ შრომის), შეექმნათ საკუთარი სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

ვორქშოფის მიმდინარეობის პროცესში პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტაციების დახმარებით შეიმუშავეს საკუთარი სკოლების სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, შექმნეს ინდიკატორებისა და საქმიანობების ცხრილი.

 „ვორქშოფი“ მიმდინარეობდა 16-19 იანვარს, კახეთში, სასტუმრო „ლოპოტა რეზორტში“.