სიახლეები

მცირე პროექტების კონკურსი

➡️ დასრულდა სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული პარტნიორი საჯარო სკოლები გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში
🎯 კონკურსის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება მოსწავლეებში საგანთა ინტეგრირებითა და პროექტული სწავლების დანერგვის გზით.
📌სპეციალურად შექმნილმა კომისიამ სულ განიხილა 12 განაცხადი, მათგან დაფინანსდა საჯარო სკოლების წარმოდგენილი შემდეგი 9 პროექტი:
🔸 სსიპ- აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა - სამოყვარულო ვენახიდან სამეწარმეო ვენახისაკენ
🔹 სსიპ თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა- ლიმონი- საოთახე კულტურა
🔸 სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კვირიკეთის საჯარო სკოლა - დაფნა - კეთილდღეობის წყარო
🔸 სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბათის საჯარო სკოლა - ტრადიცია და მეწარმეობა
🔹 სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდას საჯარო სკოლა - თავისუფალი მწვანე ზონა
🔸 სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფ. ახალსოფლის #2 საჯ.სკოლა - ყვავილების სათბური
🔹 სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლა - „ შევუქმნათ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ტანსაცმელი და აქსესუარები“
🔸 სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა - ჩვენი ბაღი ბაღნარია
🔹 სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა - „ინოვაციური გაკვეთილები ღია ცის ქვეშ“
📌საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის წევრები, საჭიროების შესაბამისად, პარტნიორი საჯარო სკოლების წარმომადგენლებს უწევდნენ ინდივიდუალურ, მხარდამჭერ კონსულტირებას.
📌სასკოლო ინიციატივები დაფინანსდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.