სიახლეები

შეხვედრა მსახიობ მერაბ ნინიძესთან

📣 2022 წლის 13 დეკემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის "ლიდერთა სკოლისა" და "იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრების" მონაწილეობით მოეწყო შეხვედრა მსახიობ მერაბ ნინიძესთან.
📖 შეხვედრის თემა: ევროპული ღირებულებები ქართველი მწერლების შემოქმედებაში.
✅ შეხვედრაზე განხილული იყო ცისფერყანწელების შემოქმედებიდან ნაწყვეტები და ამონარიდები წერილებიდან. მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებთან ისაუბრა განათლების აუცილებლობის, თავისუფლების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების აუცილებლობის, თვითშემეცნების, თაობათაშორის არსებული განსხვავებების, ცვლილებების, სწორად აზროვნების/ფიქრის მნიშვნელოვნების და განვითარებისკენ, წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვის შესახებ.
მოზარდების განათლებისა და განვითარების პროცესში მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს და მოერგოს მათ ინტერესებსა და საჭიროებებს.
📌 შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ Merab Ninidze -ს საინტერესო შეხვედრებისა და მხარდაჭერისთვის!