სიახლეები

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით

📣 ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში დაფინანსებული პროექტის "თანატოლგანმანათლებლების" ფარგლებში ჩატარდა მორიგი ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდას მოზარდებში.
☑️ შეხვედრა ჩატარდა სოფ. ჩაისუბნის და სოფ. შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
☑️ მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და გუნდურ აქტივობებში. გამოავლინდა გამარჯვებულები და გადაეცათ ფასიანი პრიზები.
📌 მიკრო გრანტი განხორციელდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.